თამარ კაპანაძე – რა ხდება ორ ნაბიჯში?

თამარ კაპანაძე ორი ნაბიჯის ყოფილი თანამშრომელია. ჩვენთან საუბარში იგი ამხელს მაღაზიათა ქსელს, სადაც მოლარე-კონსულტანტები არ არიან დაცულნი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან სამუშაო ადგილზე.

მძიმე შრომისა და ღიმილის სანაცვლოდ, კონსულტანტები მხოლოდ მიზერულ ანაზღაურებასა და გულგრილობას იღებენ დამსაქმებლისგან.

თუ დამსაქმებელი არღვევს თქვენს შრომით უფლებებს და გსურთ საჯაროდ ამაზე საუბარი, დაგვიკავშირდით. ერთად ვიბრძოლოთ ღირსეული შრომითი გარემოსთვის.

გაზიარება